გელათის ტაძრის წინამძღვარი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს - როგორია მისი მდგომარეობა?
გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე, სხეულის 44%-იანი დამწვრობით, ქუთაისიდან თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი თბილისის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელათის მონასტრის სენაკში ხანძარი 16 იანვარს გამთენიისას გაჩნდა. სასულიერო პირი შენობაში შევიდა, რა დროსაც ცეცხლი მის შესამოსელს წაეკიდა და მძიმე დამწვრობა მიიღო.