თეგებით ძიება

„ჩამოვიდეს ახლა ქიზიყში, დაისვენოს მამა-პაპის სახლში“ - ნათია ფანჯიკიძე არესტოვიჩზე

ფისოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის გადადგომას ეხმაურება.

„არესტოვიჩმა ომის პირველ სამ თვეს დიდი როლი შეასრულა ჯარის და მოსახლეობის გამხნევებაში და მეოთხე თვესვე გადასადგომი იყო, ჩემი მოკრძალებული აზრით. ჩამოვიდეს ახლა ქიზიყში, დაისვენოს მამა-პაპის სახლში“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი გადადგა.

მიზეზი განცხადებაა, რომელიც 14 იანვარს დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შესახებ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ეს ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ ტიპის რაკეტების ჩამოგდება, რომელიც კორპუსს მოხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა