„ვანო მერაბიშვილზე ვინმემ თქვას, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, არის აბსურდი“ - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აბსურდია თითქოს ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
„პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და ეს ისედაც ცნობილია.
ვანო მერაბიშვილზე ვინმემ თქვას, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, არის აბსურდი.
არის რაღაც ზღვარი, რომლის გადალახვა, როგორი მძაფრიც არ უნდა იყოს კონკურენცია, დაუშვებელია.
კარგია, რომ დღეს ერთ-ერთი მხარდამჭერისგან (ჩემგან საპატივცემულო პირისაგან) გავრცელებულ ამ ინფორმაციას დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია.
p.s. თუ კომენტარები არ იქნება, გამიხარდება“, - წერს რომან გოცირიძე.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და ეს ისედაც ცნობილია.
ვანო მერაბიშვილზე ვინმემ თქვას, რომ ის...Опубликовано Roman Gotsiridze Вторник, 17 января 2023 г.