რუსეთი წითელ ჯვარს ტყვეების მონახულების საშუალებას არ აძლევს - უკრაინის ომბუდსმენი
რუსეთი წითელ ჯვარს ტყვეების მონახულების საშუალებას არ აძლევს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
ომბუდსმენის ცნობით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატყვევებულ ადამიანებთან წვდომა შეძლონ.
ომის მსხვერპლებთან და დატყვევებულ ადამიანებთან წვდომა ICRC-თვის მთავარი პრიორიტეტია.