ვლადიმერ პუტინმა დუმას ევროპის საბჭოს ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ პროექტი წარუდგინა
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას ევროპის საბჭოს ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ პროექტი წარუდგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ რუსეთისა და ევროპის საბჭოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები ძალადაკარგულად ჩაითვლება 2022 წლის 16 მარტის შემდეგ. მათ შორისაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ტერორიზმის აღკვეთის ევროპული კონვენცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, ევროპის სოციალური ქარტია და სხვა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის გაძევების შესახებ.