"თურმე გიორგი ვაშაძე რუსებზე ბინას აქირავებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ანდრია გვიდიანი?
ექსპერტ, ანდრია გვიდიანის ინფორმაციით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსეთის მოქალაქეებზე ბინას აქირავებს.
"თურმე გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე რუსებზე ბინას აქირავებს. ერთი შეხედვით არაფერი, მერე რა, ბევრი ქართველი აქირავებს ბინას, მათ შორის რუსებზე.
მაგრამ, როცა შენი პოლიტიკური დღის წესრიგი ამაზე გაქვს აწყობილი, როცა რუსების შემოსვლაზე არაერთხელ ორალური ფაღარათი დაიმართე და მერე ვითომც არაფერი ისე მიაქირავე რუს მოქალაქეებს ბინა, ზუსტად ეს არის უპრინციპობის და ფარისევლობის ქრესტომათიული ნიმუში.
P.S. - ზემოთ ჩამოთვლილ შეფასებებში ელენე (რუბლიოვნა) ხოშტარიას რუსული დაფინანსება, მაინც უკონკურენტოა", - წერს გვიდიანი.