შემოდგომიდან კიბოს ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებენ
გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა კომპანია BioNTech-თან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც 2023 წლის შემოდგომიდან კიბოსა და სხვა დაავადებების ვაქცინების ადამიანებზე გამოცდა დაიწყება.
მემორანდუმი კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მიმდინარე ცდებში ჩართვისა და პერსონალური თერაპიული მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს.