“ერეკლე პაპას” ძახილი ვერ გიშველით, არაა ერეკლე თქვენნაირი მოღალატეების არც “პაპა” და არც მეფე" - თამაზ ლომიძე
დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში მიმართავს იმ ადამიანებს, ვინც პროფესორ, ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა და წერს, რომ არავის უნდა ჰქონდეს უფლება, სხვას საუბარი აუკრძალოს.
"ერეკლე პაპა” - ამ ერთ ფრაზაში ჩანს იმ ველურების სიყალბე და გაუნათლებლობა, ვინც ყვარელში ჩასული პროფესორი არ შეუშვა აუდიტორიაში. სულერთია, რა თემაზე სურდა საუბარი მომხსენებელს და რა თვალსაზრისი აქვს მას თავად, იკრიბებოდნენ განათლებისთვის, კანონი არავის დაურღვევია და კანონით აკრძალული არაფერი დაუგეგმავთ, იყო ჩვეულებრივი საგანმანათლებლო ლექცია დაგეგმილი. ნორმალურ ქვეყანაში არავის, არცერთ მოქალაქეთა ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს უფლება, სადმე შეკრება და საუბარი აუკრძალოს ვინმეს, მითმეტეს რომ აპირებდნენ აკადემიურ ლექციას და ღრმად განსწავლული პროფესორი ჰყავდათ მოწვეული ახალგაზრდებს. რაც მოხდა იყო უკიდურესი სიველურე და ბოლშევიკურ წარსულში მიბრუნება. “ერეკლე პაპა”- ს ძახილი ვერ გიშველით, არაა ერეკლე თქვენნაირი მოღალატეების არც “პაპა” და არც მეფე. დიდი სირცხვილი პოლიციას, რომელიც უნიათოდ დანებებული შეჰყურებდა როგორ თავხედურად ახევენ ხულიგნები მათ მოქალაქეებს და თავად მათაც სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის კანონებს თავზე", - წერს ლომიძე.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, ლევან ბერძენიშვილს აქციის მონაწილეებმა ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს.