თეგებით ძიება

ლიდერობის სტრატეგია

ითვლება, რომ ეფექტური ლიდერობის სტრატეგიის გარეშე ორგანიზაციული სტრატეგიები არახელსაყრელია. გუნდში საუკეთესო მოთამაშეები არ იძლევიან წარმატების გარანტიას.

დიდი მწვრთნელის გარეშე, ანალოგიურად, სამუშაო გუნდებმა შეიძლება არ იმოქმედონ ეფექტურად, თუ ლიდერები არ ირჩევენ ხელმძღვანელობის სათანადო სტრატეგიას.

ლიდერი უნდა აცნობიერებდეს საკუთარ პიროვნულ თვისებებს და გუნდის წევრების მახასიათებლებს, რათა გაიგოს, ლიდერობის რომელი სტილი იქნება ყველაზე ეფექტური.

კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელს ლიდერობის სიტუაციური სტილი ეხმარება გუნდის წევრების სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში ან მოლოდინების გამართლებაში, რადგან ლიდერი ირჩევს სტრატეგიას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. თუ ლიდერს თვითდაჯერებული გუნდი ჰყავს, მან უნდა გამოიყენოს დირექტიული მართვის სტილი.

გახსოვდეთ, რომ თითოეული სიტუაცია უნიკალურია. ლიდერობის სტილი, რომელიც შეიძლება მოირგოს ცნობილმა ლიდერმა, შეიძლება არ იყოს გუნდისთვის შესაბამისი. აქ არ შეცდეთ - ნუ ეცდებით სხვა ლიდერების მიბაძვას.

ლიდერი არ უნდა შეუშინდეს ახალი მეთოდის გამოცდას სამუშაო პრობლემის გადასაჭრელად ან კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსასვლელად. ლიდერმა უნდა გააძლიეროს თავისი ხელმძღვანელობის უნარები. ხშირად ამბობენ, რომ კარგი ლიდერები ასეთებად იბადებიან. თუმცა, კარგი ლიდერები არიან ისინი, ვინც აცნობიერებენ თავიანთ პიროვნულ თვისებებს და გუნდის წევრების მახასიათებლებს. მათ იციან, ლიდერობის რომელი სტილი უნდა შეარჩიონ კონკრეტულ სიტუაციაში. ამის შემდეგ ლიდერს რჩება „პატარა“ გამოწვევა - გახდეს „კარგი/დიდი“ ხელმძღვანელი.

https://www.managementstudyguide.com/leadership-strategy.htm


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა