თეგებით ძიება

"ბუბა პარლამენტში ხელფასს არ იღებდა, შესაბამისად ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძეზე უცნობ ამბავს ასაჯაროვებს

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი აწ უკვე გარდაცვლილ მსახიობსა და მომღარელ, ბუბა კიკაბიძეზე სოციალურ ქსელში საზოგადოებას უცნობ დეტალებს აცნობს.

"2022 წელი დგებოდა, დამირეკა ბუბას მეგობარმა და პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ. ბუბა თურმე პარლამენტში ხელფასს არ იღებდა შესაბამისად, ერთ დღეს აღმოაჩინა რომ 30 ათასი ლარია მის ბალანსზე და გადაწყვიტა ეს თანხა გადაანაწილოს ბავშვებზე, რომლებთანაც თოვლის ბაბუა არასოდეს მისულან
მთხოვეს სწორედ ასეთი ბავშვების მოძებნა და ასე გახდა ბუბა კიკაბიძე ბავშვებისთვის თოვლის ბაბუა.

თავად ბუბა, ყოველი ახალი წლის წინ, საახალწლო საჩუქარს ფეხსაცმელში ეძებდა. ამის მიზეზს და სხვა ამბებსაც, თავად მოგიყვებათ დღეს, გადაცემაში", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ბუბა კიკაბიძე 14 იანვარს 84 წლის სასკში გარდაიცვალა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა