"ბედნიერი დღე ვაჩუქეთ ჩვენს ძვირფას გუნდს" - "გორმედის" დირექტორმა 6 ექიმს ჩეხეთი-ავსტრიის საგზურები აჩუქა, ექთნებს კი ტელევიზორები
სამედიცინო ქსელ "გორმედის\'\' თანამშრომლებს დირექტორმა, საახალწლო სიურპრიზი მოუწყო. ინფორმაციას გამოცემა "ქართლი" ავრცელებს.
კორპორატიულ საღამოზე კლინიკის დირექტორმა 6 ექიმს ჩეხეთი-ავსტრიის 1 კვირიანი საგზურები აჩუქა. ხოლო მედდებს გადასცა ანდროიდ ტელევიზორები საჩუქრად.
"ბედნიერები ვართ იმით, რომ პანდემიის შემდეგ ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ ჩვენს ძვირფას გუნდს. წინ კიდევ უამრავი სიხარული და წარმატება გველის! ურთულეს გამოწვევას გავუძელით და გავიმარჯვეთ! მრავალჟამიერ მოგვეცეს ჩვენი წინსვლისა და გამარჯვების აღსანიშნავი დღეები.
წინდაწინ დიდებული მომავლისთვის\'\' - აღნიშნულია "გორმედის\'\' განცხადებაში.