"ეს ის მილოცვაა, რომელმაც ყველაზე მეტად გამახარა და გამაბედნიერა" - რა წერილი მისწერა ნიკა გვარამიამ ციხიდან ინგა გრიგოლიას?
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია რამდენიმე დღის წინ ბებია გახდა. მას "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ციხიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც იგი ბავშვის დაბადებას ულოცავს.
"ეს ის მილოცვაა, რომელმაც ყველაზე მეტად გამახარა და გამაბედნიერა.
იმიტომ, რომ წერილის ავტორი ჩემი მეგობარია, ძალიან მაგარი კაცია და უსამართლოდ დატყვევებული პოლიტპატიმარია! მე რომ ძალიან მიყვარს, ძალიან მენატრება და საშინლად რომ აკლია ქართულ პოლიტიკასაც, ტელევიზიასაც და ყველაფერს გარშემო. ყველაზე დიდი გულის Nika Gvaramia -ს წერილი ციხიდან ბებია ინგას", - წერს ინგა გრიგოლია.
წყარო - digest.pia.ge