თეგებით ძიება

ადამიანებს სამი დაბადების დღე გვაქვს - რას ამბობს მამა შალვა კეკელია?

ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, მამა შალვა (კეკელია) აცხადებს, რომ რომ ადამიანს სამი დაბადების დღე აქვს ცხოვრებაში.

ამის შესახებ, მან „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.

"ნათლისღება მეორე შობაა. ნათლისღებით ადამიანი იბადება ეკლესიაში.

ადამიანებს სამი დაბადების დღე გვაქვს - პირველი, როცა ჩვენ დედის მუცლიდან ვიბადებით, მეორე - როცა ჩვენ ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში ნათლობით ვიბადებით და მესამე და უმთავრესი - როცა ამ ქვეყანას ვტოვებთ.

როცა ჩვენი სული და სხეული ერთმანეთს ეყრება და მარადიულობაში გადავინაცვლებთ. ეს ორი დაბადების დღე უნდა ემსახურებოდეს მესამე დაბადების შეხვედრას - როცა ფიზიკურად, სხეული დავიბადე, სული დავიბადე, ეს ყველაფერი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ მარადიულ ცხოვრებაში შეხვდე ღმერთს და მის წინაშე წარდგე.“ - ამბობს მამა შალვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა