ტრაგედია კიევში - საბავშვო ბაღს ვერტმფრენი დაეცა, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის ბავშვები (ვიდეო)
კიევის ოლქში საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. მათივე ცნობით, დაშავებული 26 ადამიანი, მათ შორის 12 მოზარდი.
არსებული ინფორმაციით, ტრაკიგული შემთხვევის დროს საბავშო ბაღში ბავშვები და დაწესებულების თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უკრაინის სს მინისტრი და მისი მოადგილეც არიან.
ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ცუდი მხედველობა გახდა.