თეგებით ძიება

ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

"ზელენსკისთან საუბარი არ შეიძლება. რუსეთი მზადაა განიხილოს დასავლეთის სერიოზული წინადადებები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი წინადადებები არ ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, ჩვენ კი თითქოს არ ვართ მზად, ეს ყველაფერი დასავლური სიცრუეა. ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი სერიოზული წინადადებისთვის, სერიოზულ წინადადებებს ჯერ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ლავროვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა