თეგებით ძიება

მოხარული ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს კონტაქტები აქტიურად ვითარდება - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს კონტაქტები აქტიურად ვითარდება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. გასულ წელს მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ სულ მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას", - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოში 2008-წლის აგვისტოში შემოიჭრა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, რის შემდეგაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეყწდა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა