"რა გაანათა ქრთამმა ჯოჯოხეთი! გხედავთ, ყველას გხედავთ" - რას წერს გოგა ხაინდრავა?
რეჟისორი, გოგა ხაინდრავა twitter-ში წერს, რომ ვაჟბატონი ჰამილტონი მორალური დეგრადაციის ნიმუშია.
„კიდობანში" ვთქვი და აი დადასტურება, რომ ეს დაწესებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ სიცრუის და ცილისწამების გავრცელების ბუნაგად გადაიქცა. გადამდგარი ვაჟბატონი ჰამილტონი კი მორალური დეგრადაციის ნიმუშია. რა გაანათა ქრთამმა ჯოჯოხეთი!
გხედავთ, ყველას გხედავთ“,- წერს გოგა ხაინდრავა.
ცნობისთვის, რობერტ ჰამილტონი ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკია.