თეგებით ძიება

საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს, ამას პატივს ვცემთ - რას ამბობს სერგეი ლავროვი?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილებას, თავი აარიდოს ანტირუსული სანქციების შეერთებას, იგი პატივს სცემს.

"ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს რომ იგი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. საქართველო ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკის ინტერესებით, ეს კი პატივისცემას მოითხოვს“, - განაცხადა ლავროვმა.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი იყო. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანასთან ოფიციალურმა თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა