რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, "ნაციონალური მოძრაობა" მარტივ მამრავლებად დაიშლება - რას ამბობს დავით მათიკაშვილი?
საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, "ნაციონალური მოძრაობა" მარტივ მამრავლებად დაიშლება.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტიურად პოლიტიკურად საზოგადოების წინაშე გაშიშვლდა და დაანახეს, რისი გამკეთებლები იყვნენ და არიან დღეს – როგორც ერთმანეთის, ასევე საზოგადოების მიმართ.
„ერთმანეთს არ ინდობენ, კომპრომატებით დარბიან და კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობენ. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ხელში ძალაუფლება ჰქონდათ, რა დოზით აკეთებდნენ სიბინძურეს საკუთარი მოსახლეობის მიმართ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი საბოლოოდ გამოიწვევს შემდეგს – რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, მარტივ მამრავლებად დაიშლება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული პროცესის შიგთავსშია შიდა პარტიული ინტერესები, ბინძური ფულის დაუფლება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.