თეგებით ძიება

საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ბროვარიში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე?

საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" დაწერა, რითაც უკრაინაში, ბროვარიში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.

საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, უკრაინაში, ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა