"ტკივილი ენით აუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს" - ვოლოდიმირ ზენენსკი ავიაკატასტროფაზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში უკრაინაში, კიევის ოლქში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება.
"ტკივილი ენით აუწერელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა.
ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს! დენის, ჟენიას, იურის, შსს-ს გუნდს... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდობით განისვენეთ! მშვიდად განისვენოს ყველამ, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, უკრაინაში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შს მინისტრი.