უკრაინაში რუსეთის ყველა ქმედება მიზნად ომის შეჩერებას ისახავს - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ყველა ქმედება, ომის შეჩერებისკენ არის მიმართული.
"ფაქტობრივად, დონბასში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები არ შეწყვეტილა 2014 წლის შემდეგ, მძიმე ტექნიკის, არტილერიის, ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენებით. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, არის მცდელობა. რომ შეჩერდეს ეს ომი. ეს არის ჩვენი ოპერაციის მიზანი, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე“, - განაცხადა პუტინმა.