თეგებით ძიება

„ხელების დაბანა“ სწორი არ არის - რას ამბობს ლევან იოსელიანი კახა კალაძეზე?

"მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, როცა 2 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა გაუმართავ ლიფტს, ამ ამბის შემდეგ, მერიის კომენტარებიდან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა მომწერა და არ იცოდნენ, რომ ლიფტები ეკუთვნის კორპუსებს, ყველას ჰქონდა წარმოდგენა, რომ მერიას ჰქონდა პასუხისმგებლობა მათ გამართულ მუშაობაზე. უკეთესი იქნებოდა და მერია ვალდებული იყო, რომ ეს ინფორმაცია აქამდე სცოდნოდათ მოქალაქეებს, რომ თვითონ ამხანაგობებს დაეწყოთ ამაზე ზრუნვა. მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი - ლიფტი არის მომეტებული საფრთხის წყარო და გაუმართაობამ შეიძლება ის შედეგი გამოიწვიოს, რაც დადგა. ამიტომ მერიას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა, როცა ადამიანის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს ეხება საქმე. ასე ხელების დაბანა, რომ ეს თქვენი საკუთრებაა, არ მიმაჩნია სწორად და არ მიმაჩნია, რომ მერია ასე უნდა ელაპარაკებოდეს იმ ადამიანებს, ვისი გადასახადითაც მერია ფუნქციონირებს.

ცნობისთვის, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლიფტი და სადარბაზო მოსახლეობის საკუთრებაა და მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია- განახლება მათ უნდა უზრუნველყონ. მისივე თქმით, მერია მზად არის, თანადაფინანსებით საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა