თეგებით ძიება

"კახი კალაძე არის პოლიტიკოსთაგან ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც მუდამ სიმართლეს ამბობს!" - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოცუიალურ ქსელში თბილისის მერის, კახი კალაძეს შესახებ წერს.

მისი თქმით, კახი კალაძე არის პოლიტიკოსი, რომელიც მუდამ სიმართლეს ამბობს!

"კახი კალაძე არის პოლიტიკოსთაგან ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც მუდამ სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლეს ყოველთვის აქვს ჭრა! თქვე დალოცვილებო, ახლა გაიგეთ რომ ლიფტი კორპუსში მცხოვრებთა საკუთრებაა? თქვენ რომ უნდა მიხედოთ, მოუაროთ, იზრუნოთ მის ფუნქციონირებაზე ეს ახლა გაიგეთ? ვინმემ უარი გითხრათ თანადაფინანსებაზე, ან შეკეთებაზე? არა! რას ითხოვთ ახლა, რომ მილიონნახევრიან ქალაქში, კორპუსებში იაროს მერიამ და ამოწმოს ლიფტების მდგომარეობა? და დღეს თუ კარგია და ხვალ ხარვეზი აქვს, ანუ ყოველ დღე იაროს? სინდისი აღარ გაქვთ? დიახ, ჩვენ უნდა მივხედოთ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა. ვინმემ გთხოვთ ასფალტის დაგება ან განათების ბოძის გარემონტება? გეუბნებიან შენი საცხოვრებელი სახლის ლიფტზე, რომელსაც უნდა მოუაროთ და თუ რამე პრობლემა აქვს, მიმართოთ მერიას! ეს არის ორჯერ ორი ოთხი!", - წერს ექსპერტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა