თეგებით ძიება

"გადავეხვიეთ ერთმანეთს, პუტინის მკვდარ-ცოცხალი ვახსენეთ და წამოვედი“ - რა შეემთხვა გიგა მაქარაშვილს?

უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დნიპროსკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ გააჩერა.

"გავტენე მანქანა თბილ საბნებით, ჰიგიენის ნივთებით, ღუნღულა ქუდებით/ხელთათმანებით და მივქრი დნიპროსკენ
500 კილომეტრიანი გზაა წინ და როგორც ჩანს სიჩქარეს მაგრად გადავაჭარბე… მაჩერებს პოლიცია

-სად მიდიხარ?
-დნიპროში!
-რა მიგაქვს?
-საბნები და ტანსაცმელი!
-უკანა მინას უნდა ხედავდეთ, არ შეიძლება ეგრე სიარული!
-მაშინ 3 საბნის გადაგდება მომიწევს
-არა, რა გადაგდეგდება. ნელა იარე.
-იყინება ხალხი და ვჩქარობ.
-მაშინ ფრთხილად იარე!
-კარგი.
-რომელი ქალაქიდან ხარ?
-თბილიდან.
-ჩემი ოჯახი სიღნაღში ცხოვრობს ომის დაწყების მერე.

გადავეხვიეთ ერთმანეთს, პუტინის მკვდარ-ცოცხალი ვახსენეთ და წამოვედი
დიდება უკრაინას
დიდება საქართველოს
დიდება გმირებს“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა