თეგებით ძიება

ჩეხეთში, ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს, მას აშშ ეძებდა

ჩეხეთში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. "რუსთავი2" -ის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული კრიმინალი, ჩეხეთის ტერიტორიაზე, ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის ცენტრმა დააკავა.

საქართველოს მოქალაქე აშშ-ში ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებშია ბრალდებული და ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

დაკავების მიზნით ჩხრეკა ჩატარდა პრაღაში მდებარე ერთ-ერთ სახლშიც, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის დაცვის წევრიც აიყვანეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

საექსტრადიციო პროცესების დასრულებამდე მამაკაცი პატიმრობაში დარჩება. უნდა განისაზღვროს, მოხდება თუ არა მისი ექსტრადიცია აშშ-ში, სადაც დაკავების ორდერი გაიცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა