თეგებით ძიება

უკრაინამ ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სია გამოაქვეყნა - ვინ ემსხვერპლა საშინელ შემთხვევას?

უკრაინის შსს დღეს, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სიას აქვეყნებს, რომლებიც ვერტმფრენში ისხდნენ.

ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე
დაღუპულები არიან:

უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი;
მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი;
შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი;
შსს-ს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტეტიანა შუტიაკი;
შსს-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილო პავლუშკო
შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი მიკოლა ანატასკი;
ვერტმფრენის მეთაური - სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორი ალექსანდრე ვასილენკო;
სპეციალური დანიშნულების შვეულმფრენის ესკადრილიის პილოტი კოსტიანტინ კოვალენკო;
სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენის ესკადრილიის საბორტო მექანიკოსი, ივან კასიანოვი.

ცნობისთვის, უკრაინაში კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა