თეგებით ძიება

ვწუხვარ და განვიცდი შემზარავ ტრაგედიას - როგორ მიმართა კახა კალაძე ოფიციალურ კიევს?

თბილისის მერი, კახა კალაძე ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს.

„ჩემო უკრაინელო მეგობრებო, თქვენთან ერთად ვწუხვარ და განვიცდი იმ შემზარავ ტრაგედიას, რაც ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მოჰყვა.

ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების და მთელი უკრაინის გულისტკივილს“, – აცხადებს კალაძე.

უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან სამი ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია 30 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. დაღუპულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა – შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა