ვახტანგ გომელაურმა ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, უკრაინელებს მიუსამძიმრა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უკრაინაში, ქალაქ ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებს და უკრაინის ხალხს“, - წერს ვახტანგ გომელაური.
MIAofGeorgia & Minister Vakhtang Gomelauri express profound condolences with regard to tragedy occurred in #Brovary. We would like to extend compassion to the families of victims, our colleagues, and the people of #Ukraine.— MIA of Georgia (@MIAofGeorgia) January 18, 2023