სუსტად არის ძალიან, პროცესები იქით მიდის, რომ უნდათ ჩემი შვილი მოკლან - გიული ალასანია
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანია კლინიკა „ვივამედში“ მისი შვილი მოინახულა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ძალიან სუსტადაა.
"სუსტად არის ძალიან. სისტემა დაუყენეს იმიტომ, რომ კალიუმი დაბალი აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სიცხეები ისევ აქვს. პროცესებთან დაკავშირებით მოლოდინი მაინცდამაინც კარგი არ მაქვს. ჯერჯერობით პროცესი მიდის იქით, რომ მაინცდამაინც უნდათ, რომ მოკლან.
რაც შეეხება სტრასბურგს, შეიძლება მიმართონ, რაღაც გეგმა არსებობს, ამასთან დაკავშირებით ადვოკატებმა უფრო მეტი იციან. როგორ გუნებაზე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გადაჰყვა ამ ქვეყანას, ყველაფერი გააკეთა და ბოლოს მიიღო ეს, რაც მიიღო. როგორ უნდა იყოს განწყობილი, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე. როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, ჭკუათმყოფელი თუ არის კიდე“, - აცხადებს გიული ალასანია.