თეგებით ძიება

პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, ამიტომ გრძელი გზისთვის უნდა მოვემზადოთ - ნატო

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანეს განცხადებით, ალიანსის ქვეყნები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდება დახმარება.

ჯოანმა გაიხსენა გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვები, რომ ახლა სახიფათოა რუსეთის შესაძლებლობების დაუფასებლობა.

"პუტინი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. მან უკვე მოახდინა 200 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება. ის ზრდის რუსეთის სამხედრო წარმოებას. ის უფრო მეტ იარაღს იღებს სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან, მათ შორის ირანისგან", - აცხადებს სტოლტენბერგის მოადგილე.

მისივე თქმით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ პუტინმა თავისი მიზნები შეცვალა.

"2023 რთული წელი იქნება. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, - აცხადებს მირჩა ჯოანე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა