უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ეროვნული პოლიციის უფროსი დაინიშნა
უკრაინის შს მინისტრის მოვალეობას დროებით ეროვნული პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო შეასრულებს. შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა და პრემიერმა, დენის შმიგალმა გამოსცა.
შეგახსენებთ, უკრაინის შს მინისტრი, მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი, ასვე შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დღეს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.