ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადამიანს სავარაუდოდ დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა
უბედური შემთხვევა თბილისში - ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადამიანს სავარაუდოდ დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
არსებული ცნობით, დაღუპული თელასის წარმომადგენელია.
ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს და იქ ელექტროსადგურია დამონტაჟებული. დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ უცნობია.
შემთხვევა დღეს მოხდა.