ლავროვის განცხადება უკიდურესად დამამცირებელია - რას ამბობს რომან გოცირიძე?
პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება უკიდურესად დამამცირებელია.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,,საქართველოს ხელისუფლება სანქციებში არ ჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავიარეისების აღდგენაც კი დააანონსა.”
,,სერგეი ლავროვის განცხადება ქვეყნისთვის უკიდურესად დამამცირებელი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი იყო. ფაქტობრივად, მან გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ომში რუსეთს. სანქციებში არ ჩართვის გამო შეაქო და საჩუქრად ავია რეისების აღდგენაც კი დააანონსა. აი, აქამდე მივიდა საქმე. ეს ქვეყნისათვის ძალიან დამაზიანებელი იყო და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე”,- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.