თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" პოლიტიკა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რუსეთის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი - რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე?

"ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რუსეთის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კმაყოფილება დაადასტურა.

"ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით დღევანდელი ქართული ხელისუფლების მოქმედებას, როგორც აცდენილს მთელი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკისგან, რომელიც ემსახურება ერთ რამეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაიმსახუროს შექება და ის მოხდა რასაც ველოდით.

უკვე პირდაპირ რუსეთის ხელისუფალმა შეაქო "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ის განცხადებები, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ და ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც რუსეთის ფედერაცია, რომელიც აქებს დღეისათვის ისეთ ავტოკრატიულ რეჟიმებს, როგორიც არის სირიაში, ბელარუსში, ახლა აქებს საქართველოს ხელისუფლებას. სწორედ ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების შეფასება, რომელიც რეალურად დაპირისპირებულია იმ პოლიტიკასთან, რასაც ახორციელებს დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო რუსეთის ფედერაციის მიმართ.

ეს არის სამწუხარო რეალობა და ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში, სანქციებთან მიმართებაში არის ანტიევროპული, შესაბამისად, ანტიეროვნული და ის, მხოლოდ ემსახურება იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი და ეს კმაყოფილება დღეს ლავროვმა დაადასტურა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა