თეგებით ძიება

ჩეხეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდია

ჩეხეთში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. იგი აშშ-ის მიერ საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული. ინფორმაციას ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით „რუსთავი 2“ ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქე აშშ-ში ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებშია ბრალდებული და ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

დაკავების მიზნით ჩხრეკა ჩატარდა პრაღაში მდებარე ერთ-ერთ სახლშიც, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის დაცვის წევრიც აიყვანეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

საექსტრადიციო პროცესების დასრულებამდე მამაკაცი პატიმრობაში დარჩება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა