თეგებით ძიება

„ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი“ - საბა ბუაძე კახა კალაძეზე

„ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი.
ძალიან სამწუხაროა, რომ 2023 წელიც ამ ცინიკური ბოდვით დაიწყო.
1. ლიფტები თქვენი პასუხისმგებლობაა და მიხედეთო;
2. მერიაში კორუფციაა და ყველას გაფრთხილებთ, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდესო;
3. მეტრო გოცირიძის ჩავარდნილი რეაბილიტაცია კომპანიის ბრალია;
4. ვარკეთილის მეტროს პრობლემაც კომპანიის ბრალია;
5. ვაკის პარკის ტრაგედია კომპანიის და 1-2 დაბალი რგოლის მოხელის ბრალიაო;
6. უკანონო მშენებლობა დეველოპერების ბრალია;
7. უპატრონო ცხოველებიც სხვისი ბრალია;
8. დასუფთავების პრობლემები ხალხის ბრალია, ისინი ყრიან ნაგავს;
9. წყლის და კანალიზაციის პრობლემა მხოლოდ GWP-ს ბრალია.
10. სიღარიბე ობიექტური მოცემულობაა და არა მისი ვინც 10 წელია ხელისუფლებაშია.
მადლობა ბატონო კახი, 5 მილიონიანი საახალწლო კონცერტი მართლა კარგია, ეგ ნამდვილად თქვენი პასუხისმგებლობაა.“

ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი.

ძალიან სამწუხაროა, რომ 2023 წელიც ამ...Опубликовано Saba Buadze Среда, 18 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა