ლისზე გარდაცვლილი კაცი "თელასის" თანამშრომელი არ არის - კომპანია "თელასი" განცხადებას ავრცელებს
თბილისში, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცი კომპანია “თელასის” თანამშრომელი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო spacenews-ი, კომპანია “თელასზე” დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად კომპანია “თელასის” თანამშრომელი დაიღუპა.
ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის დეტალები, გარდაცვლილის ვინაობა და გარდაცვალების მიზეზი.