თეგებით ძიება

ხვალ ნათლისღებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ჩატარდება. წირვის დასრულებამდე წყალკურთხევის წესი შესრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა