თეგებით ძიება

ლავროვის განცხადებების საფუძველი "ქართული ოცნების" პოლიტიკაა - ელენე ხოშტარია

„დროას“ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას უძლებს და ამას რუსეთი პატივს სცემს.

"ჩვენ არავის გვიკვირს ლავროვის მხრიდან გაკეთებული არც არაადამიანური განცხადებები, არც ტერორისტული განცხადებები, არც ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ის სახელმწიფოა, ეს ის ხალხია, ვინც ცოცხლად წვავს ადამიანებს, ამიტომ გასაკვირი არა ლავროვის სიტყვებია, არამედ ყველაზე მეტად, რაც ალბათ, ყველას გულზე გვხვდება, გვაბრაზებს, ან გვაწუხებს არის ის, რომ ამ განცხადებების გაკეთების საფუძველი მათ მისცა ჩვენი პრემიერ მინისტრის, ამ ქვეყნის მთავრობაში მყოფი უმცირესობის, "ქართული ოცნების" პოლიტიკამ, რომელიც ძირითადად დაკავებული არის დასავლეთზე, უკრაინაზე თავდასხმით, დასავლეთის ელჩების ლანძღვით"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა