თეგებით ძიება

„სანამ მიშა ციხეში ზის, არ არსებობს იმაზე დიდი სასჯელი, ვიდრე ენმ-ის თავმჯდომარეობაა“ - ზვიად კუპრავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სანამ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, ენმ-ის თავმჯდომარეობა სასჯელია.

„2018 წელს მაღალი თანამდებობა შემომთავაზეს პარტიაში და კიდევ უფრო მაღალი პარტიის მიღმა. მათ შორის შემოთავაზების ავტორი იყო მიხეილ სააკაშვილი.
ვერ ვიტყვი, რომ არ მივიღე მაგრამ მალე საარჩევნო კამპანია დაიწყო, მერე დამიჭირეს და მოკლედ, არ დალაგდა ეგ ამბავი.
მოკლედ, რისი თქმა მინდა.. კარგად ვიცი ეიფორია, რაც მსგავს შემოთავაზებებს მოყვება. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო ვინ გთავაზობს და რას..
ნიკასი მესმის. კაცი რომ მოდის და გაიწიე მე მინდაო გეტყვის, თან დღემდე შენზე ნაკლები რომ აქვს გაკეთებული, უბრალოდ პრინციპის ამბავია არ გაიწიო. მაგრამ, აი, თქვენ, დანარჩენებს რად გინდათ ეგ პარტიის თავმჯდომარეობა?! არ მითხრათ ახლა მიშას გამოსაყვანადო. ეგ ტყუილი მოუყევით სხვას, ვინც დაგიჯერებთ.
დღეს, სანამ მიშა ციხეში ზის, არ არსებობს იმაზე დიდი სასჯელი, ვიდრე ენმ-ის თავმჯდომარეობაა. სასჯელი აწმყოში და სასჯელი მომავალი ისტორიის ფურცლებზე. აღარაფერს ვამბობ თუ მიშას მდგომარეობა გართულდა.
ეს არ გაქვთ გააზრებული? მაშინ, რბილად გეტყვით, რომ ინფანტილურები ხართ. თუ კი, მაშინ რად გინდათ, რად გიღირთ ეგ ყველაფერი? ამდენი მხადამჭერის შუაზე გახლეჩა და დაპირისპირება. რა არის ამის ფასი?
ბაბა, ფული??!
ძალაუფლება?!
მიმიფურთხებია ეგეთი ფულის და ძალაუფლებისთვის.
ბოდიში, მაგრამ უბრალოდ არ მჯერა თქვენი“, - წერს კუპრავა.

2018 წელს მაღალი თანამდებობა შემომთავაზეს პარტიაში და კიდევ უფრო მაღალი პარტიის მიღმა. მათ შორის შემოთავაზების ავტორი...Опубликовано Zviad Kuprava Среда, 18 января 2023 г.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა