„რაც უფრო მეტი მერაბიშვილი, კირკიტაძე, ახალაია, კეზერაშვილი და სააკაშვილი იქნება „ნაცმოძში“, მით უფრო დიდი ხანი იქნება “ოცნება” ხელისუფლებაში…“ - ლადო სადღობელაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას გარკვეული პირების „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა განაპირობებს.
„რაც უფრო მეტი მერაბიშვილი, კირკიტაძე, ახალაია, კეზერაშვილი და სააკაშვილი იქნება ნაცმოძში ანუ ოდიოზური ფიგურები მით უფრო დიდი ხანი იქნება “ოცნება” ხელისუფლებაში…
- საერთაშორისო ექსპერტების მიერ სააკაშვილის გიჟად გამოცხადება “ოცნებას” წესით არ უნდა აწყობდეს, ბუა მოვა აღარ იმუშავებს, ამიტომ საჭიროა ახალი ბუა ანუ მერაბიშვილი!
- მერაბიშვილს და კეზერაშვილს თავის მხრივ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი კი არა ფული ამოძრავებს კერძოდ თავის ბიზნესების ლეგალიზაცია, აი სწორედ აქ იკვეთება “ოცნების” და მერაბიშვილ-კეზერაშვილის ინტერესთა თანაკვეთა და კავშირი!
- მე თითქმის 100% ვარ დარწმუნებული იმაში რომ სააკაშვილის ჩანაცვლება მოხდება მერაბიშვილით რომელიც ვიმეორებ თავის წარსულიდან “ხერხემლიდან” გამომდინარე “ოცნების” წისქვილს დაასხამს წყალს!
- “მერაბიშვილი გინდათ დაბრუნდეს?”
აი ოცნების საარჩევნო სლოგანი!“ - წერს ლადო სადღობელაშვილი.
რაც უფრო მეტი მერაბიშვილი, კირკიტაძე, ახალაია, კეზერაშვილი და სააკაშვილი იქნება ნაცმოძში ანუ ოდიოზური ფიგურები მით უფრო...Опубликовано ლადო სადღობელაშვილი Среда, 18 января 2023 г.