ნიკა მელიას გამარჯვებას სოციალურ ქსელში ,,ლელო” ლობირებს – დიმიტრი შაშკინი
განათლების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სოციალურ ქსელში პარტია ,,ლელო” ლობირებს. ამის შესახებ შაშკინმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„ჩვენზე მოდის ტროლებისა და ბოტების იერიში, მათი 28 – 29% ,,ლელოს” მხარდამჭერებია. ეს ხომ ცნობილი ამბავი იყო, რომ ხაზარაძემ შეხვდა ნიკა მელიას და მხარდაჭერას დაპირდა, მათ შორის, პოლიტიკურიც და ფინანსურისაც. ეს იყო ღია ინფორმაცია“, – განაცხადა შაშკინმა.