"აგერ საჯაროდაც ვდებთ" - ტორესა მოსი განქორწინდა?
მწერალი და ტელეწამყვანი, ტორესა მოსი პირადი ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც განქორწინების შესახებ წერს.
"რეალურად ახალი ამბავი არ არის, რომ განქორწინებულები ვართ, თუმცა ვინაიდან ახლა უკვე ოფიციალურადაც გავაფორმეთ და თან მაინც ბევრს არ სურდა დაჯერება და ბევრმაც არ იცოდა, აგერ საჯაროდაც ვდებთ. ჩვენ სიყვარულს და ყველაზე გულწრფელ მეგობრობას, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ცხოვრებაში, არასდროს არაფერი დამუქრებია და არც აწი ემუქრება, ასე რომ სანერვიულოც არაფერია", - წერს მწერალი.