"სული მტკივა...ძალიან მაგარი ბიჭი წავიდა" - ამერიკაში ქრთველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
აშშ-ში ქართველი ემიგრანტი, გიორგი დათიაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი საწოლში იპოვეს.
„თავზარდაცემული ვარ. გიგუშა რა მოხდა. რატო გაამწარე ოჯახი და ყველა ჩვენგანი. როგორ შევხედო ნანას და ზურიკოს თვალებში. რა ვუთხრა?! ჩემ თვალწინ გაიზარდე ჩემო გიგუნა... სული მტკივა. ნათელი და სანთელი შენ სულს ჩემო კეთილო ბიჭო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - წერს ერთ-ერთი ახლობელი.
„ჩემო საყვარელო ბიჭო, ეს ის მომენტია ვერაფერს რომ ვერ ამბობ,იმდენად დიდი ტკივილია“; „გაუსაძლისად მტკივნეული დანაკარგია... ნათელში დაამკვიდროს“, „წაიღე გიგუ მთელი ბავშვობა“, არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა. ძალიან მაგარი ბიჭი წავიდა. მადლობა გიგუ ყველაფრისთვის,- ემშვიდობებიან მეგობრები.
წყარო: tia.ge