თეგებით ძიება

ვინ არის სამხერდო, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა? - თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა და 5 ადამიანი მოკლა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. ინფორმაციას "მთვარი არხი" ავრცელებს.

თავდამსხმელთან დაკავშირებით მედიასთნ ისაუბრა შემთხვევის ადგილას ჩასულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც:

მოქმედი სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს. 2016 წლიდან მუშაობდა, 21 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს, რომ 21 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში, როგორც დაგვიდასტურეს", - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, სახლის აივნიდან ხალხს ცეცხლი ყოფილმა სამხერომ გაუხსნა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელი. 5 დაჭრილია, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელმა, შსს-ს ინფორმაციით, თავი მოიკლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა