თეგებით ძიება

პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა - რას ამბობენ თვითმხილველები საგარეჯოს ტრაგედიაზე?

თვითმხილველები, საგარეჯოს ტრაგედიას იხსენებენ და ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. ადგილზე მისულებს კი რამდენიმე ადამიანი დახვდათ გარდაცვლილი.

როგორც ერთ-ერთი დაჭრილის დედა ამბობს, მისი შვილი ადგილზე სროლის ხმაზე გავიდა, სადაც მეზობლები უკვე გარდაცვლილი დახვდა და სწორედ ამ დროს მიიღო ფეხის არეში დაზიანებები. ქალის თქმით, დაჭრილები და დაღუპულები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

"დაჭრილია ჩემი შვილი, ფეხში. უცაბედად ატყდა სროლა, რომ გავიხედეთ აივნიდან, ჩემი შვილი გაიქცა საშველად. მივიდა ახლოს და ჩემს შვილსაც დაუწყეს სროლა. ერთადერთი ის ვიცი რომ სროლა ატყდა, ადამიანები დახოცა და ჩემი შვილი დაჭრილია. გარდაცვლილები ადგილობრივები, ჩემი შვილის ამხანაგები არიან. მე თვითონ დავინახე რომ 3 ადამიანი ძირს იყო დავარდნილი. ჩაკეტილები ვიყავით და სროლის ხმა კარგა ხანი გვესმოდა," - ამბობს ერთ-ერთი დაჭრილის დედა.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ ადგილზე გაიგეს ხელყუმბარის აფეთქების ხმაც.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

წყარო: rustavi2.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა