თეგებით ძიება

თავდამსხმელის შვილი ვერაფერს გვეუბნება. მისი თქმით, რომ გამოვიქეცი სახლიდან, გვამები უკვე ძირს იყო დაგდებულიო - შს მინისტრი თავსმხელის შვილზე

საგარეჯოში, სადაც ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა ხალხის მისამართით ცეცხლი გახსნა და 5 ადამიანი მოკლა, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური იმყოფება.

როგორც მინისტრი აცხადებს, შემხვევის დროს, თავდამსხმელის სრულწლოვანი შვილიც ბინაში იმყოფებოდა და გამოიქცა.

"იმ მოქალაქის სახლში, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, მისი სრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. მსროლელმა ჯერ აივნის, შემდეგ კი მეორე მხრიდან დაიწყო სროლა, რის შემდეგაც შვილმა დატოვა სახლი, გამოვიდა. შვილი ვერაფერს გვეუბნება. მისი თქმით, რომ გამოვიქეცი სახლიდან, გვამები უკვე ძირს იყო დაგდებულიო. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხვა. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა