3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, 1 კი შედარებით კრიტიკულადაა - როგორია საგარეჯოში დაჭრილთა მდგომარეობა?
საგარეჯოში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ერთ-ერთი დაშვებული კი თბილისში გადაიყვანეს.
"ექვსი ავადმყოფი იქნა ცეცხლსასროლი ჭრილობით შემოყვანილი კლინიკაში, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. 5-ის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, 4-ს გაეწია ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურადაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულადაა, რომელსაც უგრძელდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის", - ამბობს საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალის" ექიმი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.