"დაჭრილი კუთხე-კუთხე გავაძვრინე, 2 საათი სახლში მყავდა, გარეთ ვერ გავდიოდი მეშინოდა" - ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე (ვიდეო)
საგარეჯოში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ რამდენიმე საათი ერთ-ერთი დაჭრილი სახლში ჰყავდა, რადგან გარეთ გასვლას სროლის გამო ვერ ახერხებდა.
"სახლიდან ვერ გავდიოდით. მერე კუთხე-კუთხე გავათრიე, გავატარე, წავიყვანე პოლიკლინიკაში რაიმე უშველეთთქო. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი. ფეხში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. დაჭრილს ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე ჭრილობა, სახლში არაყი მქონდა. გარეთ ვერ გავდიოდი მეშინოდა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.